"დიდი შვიდეულის" ქვეყნებმა შესაძლოა გაამკაცრონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ დონბასის საკითხის გამო, "თუკი მოსკოვის ქმედება, ამას მოითხოვს" - ნათქვამია "დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრთა განცხადებაში, რომელთა შეხვედრაც ტორონტოში შედგა.
"ჩვენ შეგახსენებთ, რომ დონბასთან დაკავშირებით ეკონომიკური სანქციების გაგრძელება მთლიანად უკავშირდება რუსეთი მინსკის შეთანხმების სრულ და შეუქცევად გამოყენებას. ეს სანქციები შეიძლება გააუქმდეს, იმ შემთხვევაში თუკი რუსეთი სრულად შეასრულებს თავის ვალდებულებებს, ამავდროულად ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ახალი შეზღუდული ზომები, იმ შემთხვევაში თუკი რუსეთის ქმედებები ამას მოითხოვს“ - ნათქვამია კომუნიკეში.
"დიდი შვიდეული" ასევე ადანაშაულებს რუსეთს მსოფლიოში სიტუაციის დესტაბილიზაციის გამო. ამასთან ქვეყნებმა გამოხატეს მზადყოფნა ითანამშრომლონ რუსულ მხარესთან რეგიონული კრიზისებისა და გლობალური გამოწვევების საკითხებზე.
რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები გაუარესდა უკრაინის კრიზისის და ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნების ფონზე. დასავლეთმა დაადანაშაულა მოსკოვი უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევის გამო და დააწესა სანქციები.