მსოფლიოში ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე იზრდება, ამის შესახებ გაეროს წარმომადგემელმა განიარაღების საკითხებში, იზუმი ნაკამიცუმ ჟენევაში ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა 2020-ის შეთანხმების ფარგლებში, მეორე მოსამზადებელი კონფერენციის გახსნისას განაცხადა.
"დღეს მსოფლიოში მსგავსი გამოწვევების წინაშე დგას, რომელმაც მიგვიყვანა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების შექმნის აუცილებლობამდე. ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე იზრდება, საერთაშორისო და სხვა დონეზე. ეს საფრთხე, რომელიც აშფოთებს მთელ კაცობრიობას დარჩება მანამ, ვიდერე ეროვნულ არსენალში იარსებებს ბირთვული იარაღი“ - განაცხადა მან.
მისი თქმით, მსოფლიოში გეოპოლიტიკური მდგომარეობა უარესდება, ხოლო კოლექტიური უსაფრთხოების სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმებები ირღვევა.
"რიტორიკა, აუცილებლობისა და საჭიროების შესახებ ქიმიური იარაღის მიმართ იზრდება. ბირთვული პროგრამების მოდერნიზებას სახელმწიფოები მიყავს იქამდე, რომ ზოგიერთი ამას აფასებს როგორც რბოლას შეიარაღების საკითხში და თუკი არ გაგრძელდება მოლაპარაკებები შეიარაღების კონტროლისა და განიარაღების საკითხში, მსოფლიო მალე დარჩება ბირთვული არსენალის შექმნისა და მოხმარების შეზღუდვების გარეშე" - განაცხადა ნიკამიცუმ.