ორი ბერძენი მესაზღვრის დაკავების შემდეგ, ერდოღანმა საბერძნეთს მათი გაცვლა შესთავაზა.
თურქეთის პრეზიდენთტის თქმით, საბერძნეთს არ აქვს უფლება მოითხოვოს დაკავებული ბერძნების გათავისუფლება, სანამ ოფიციალური ათენი არ გადასცემს მათ 2016 წელს აჯანყებაში მონაწილე ჯარისკაცებს.
საბერძნეთის პრეზიდენტმა უარი თქვა შეთავაზებაზე, ხოლო თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ეს ფაქტი იმას ამტკიცებს, რომ მესაზღვრეები მძევლები არიან.