რუსეთის უწყებებმა ტელეგრამის აიპი მისამართების დაბლოკვა დაიწყო. ამ ფაქტმა პრობლემები სხვა ვებ გვერდებსაც შეუქმნა, როგორიცაა "Amazon" და "Google".
ტელეგრამი აიპი მისამართებს დაბლოკვების შემდეგ მუდმივად ცვლის, ამის გამო რუსეთმა მილიონობით აიპი მისამართი შავ სიაში შეიყვანა, მათ შორის არის დიდი კომპანიების მისამართებიც.
ტელეგრამის განცხადებით, მომხმარებლების რიცხვი რადიკალურად არ შეცვლილა, რადგან რუსეთის მოსახლეობა „VPN“-ს იყენებს