რუსეთი ლონდონისგან მოითხოვს წარადგინოს ბრალდების სამხილები რუსეთის მხრიდან კობერშეტევის შესახებ. ამაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
"ჩვენ მოვითხოვთ ბრიტანეთისგან წარადგინონ მათთვის არსებული კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც მათ მიერ წამოყენებულ ბრალდებას ამტკიცებს. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენმა საელჩომ უკვე გაუგზავნა ოფიციალური მოთხოვნა ლონდონის საგარეო საქმეთა სამინისტროს, თუმცა მათგან პასუხი ჯერ არ მიგვიღია“ - აღნშნავს ზახაროვა.