ერევანში სამართალდამცველებმა 83 დემონსტრანტი დააკავეს, რომლებიც პრემიერ მინისტრად სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის დანიშვნას აპროტესტებდნენ.
მანამდე, აქციის ლიდერმა, დეპუტატმა ნიკოლ პაშინიანმა განაცხადა, რომ იწყებს გზის გადაკეტვის ოპერაციას მანქანების საშუალებით. მან აღნიშნა, რომ "თუკი ეს გეგმა გამოვა, მაშინ „ხავერდოვანი რევოლუციის“ დასრულებამდე სულ რამდენიმე დღე რჩება".
ცნობისთვის, აქცია სომხეთის პრემიერ-მინისტრად სერჟ სარგსიანის არჩევის წინააღმდეგ 13 აპრილს დაიწყო.
მომიტინგეები ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შესვლას, თუმცა პოლიციამ მათი ქმედება შეაჩერა. ურთიერთშჯახების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა. მომდევნო დღეს მომიტინგეებმა განაცხადეს სომხეთში „ხავერდოვანი რევოლუციის“ დაწყების შესახებ.
პროტესტის მიუხედავად, სომხეთის პარლამენტმა სერჟ სარგსიანი მაინც აირჩია პრემიერ-მინისტრად.