თეთრი სახლი მიიჩნევს, რომ რუსი ბიზნესმენების წინააღმდეგ სანქციებმა სასურველ შედეგს მიაღწია. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუშინმა Fox Business- თან ინტერვიუში განაცხადა.
"ეს სანქციები ძალიან მნიშვნელოვანია და აშკარაა, რომ ეს ძალიან ძლიერი იარაღია", - განაცხადა მნუშინმა.
მინისტრმა ასევე განმარტა, თუ რატომ თქვა უარი ვაშინგტონმა მოსკოვის მიმართებაში ახალ შეზღუდებზე, მიუხედავად გაეროში აშშ-ს ელჩის ნიკკი ჰეილის განცხადებისა. მისი თქმით, გასულ კვირას აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭომ გამართა შეხვედრები, სადაც განიხილებოდა საერთო სტრატეგია სირიაში არსებული სიტუაციის. მნუშინი ამტკიცებს, რომ მოლაპარაკებების დროს, რომელიც ჰეილის სანქციების შესახებ განცხადების შემდგომ გაკეთდა, ვაშინგტონმა მოახდინა მისი „სრულყოფა“.
"ჩვენ არ გვეშინია მათი. ჩვენ გამოვიყენებთ ამ ბერკეტებს, მაგრამ არ მოვახდენთ ამ თემაზე მთელი მსოფლიოს ეთერით იდეების ტრანსლიაციას", - განაცხადა აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა.
ცნობისთვის, კვირას, გაეროში აშშ მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკკი ჰეილიმ განაცხადა, რომ სირიის სიტუაციასთან დაკავშირებით გამოაცხადებდა ახალ სანქციებს რუსეთთან მიმართებაში. თუმცა, შემდგომ ამერიკულმა მედია წერდა, რომ ტრამპი "ჯერ კიდევ არაა დარწმუნებული მათ შემოღებაში“.
მოგვიანებით, ვაშინგტონის საელჩომ მიიღო შეტყობინება ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან, რომ ახალ სანქციებს მოსკოვის მიმართ უახლოეს მომავალში არ მიიღებდა.