19 აპრილს შუახევის ჰოსპიტალში ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალიდან მოწვეული სპეციალისტები უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ.
კარდიოლოგი, კარდიოექოსკოპისტი, ოფთალმოლოგი, ენდოკრინოლოგი, ანგიოქირურგი, უროლოგი, გინეკოლოგი, რადიოლოგი, ტრავმატოლოგი, ნევროლოგი, ნეიროქირურგი, ზოგადი ქირურგი და ოჯახის ექიმი შუახევის ჰოსპიტალში 11:00 – 17:00 სთ-მდე პაციენტებს მიიღებენ. ადგილობრივ მოსახლეობას სამედიცინო კონსულტაციებთან ერთად საჭიროების შემთხვევაში ინსტრუმენტალური და ლაბორატორიული კვლევები უფასოდ ჩაუტარდებათ.