საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ პრივატიზების დეპარტამენტის ლოგოს დიზაინის შექმნაზე კონკურსი გამოაცხადა.
სამინისტროში განმარტავენ, რომ ლოგო უნდა შეესაბამებოდეს თანამედროვე სტანდარტებს, უნდა იყოს სადა, მარტივად დასამახსოვრებელი და გამოხატავდეს დეპარტამენტის ძირითად მიმართულებას. სიმბოლურ ესკიზთან ერთად ლოგო აუცილებლად უნდა შეიცავდეს წარწერას "პრივატიზება" ქართულ და ინგლისურ ენაზე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი ვერსიები 2010 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით უნდა გაგზავნონ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ხოლო გამარჯვებული ლოგოს დიზაინის ავტორთან გაფორმდება ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (1000 ლარი).