18 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4277 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4292 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.15 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0028 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0049 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.21 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.5917 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.4490 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 19 აპრილიდან შევა ძალაში.