ირლანდიური „ლოუ-კოსტერი“ Ryanair-ი საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე საკუთარ ბაზას ხურავს. გარდა ამისა ავიაკომპანიამ უკვე განაცხადა, რომ საბერძნეთის მიმართულებით სიხშირეებს ამცირებს და სწორედ ამიტომ თვითმფრინავების ნაწილი გერმანიის ბაზაზე გადაჰყავს.
როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, საბერძნეთის აეროპორტების მოსაკრებლები გადამზიდავებს უბიძგებს, რომ რეისები ზაფხულობით განახორციელონ, რადგანაც დროის ამ პერიოდში საბერძნეთზე მაღალი მოთხოვნაა.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში Ryanair-მა გლაზგოს ბაზა დახურა და თვითმფრინავები ედინბურგის ბაზაზე გადაამისამართა.