ამერიკული ავიაკომპანია Southwest Airlines-ის თვითმფრინავს ფრენისას ძრავა აუფეთქდა. ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, თავად თვითმფრინავმა კი ექსტრემალური დაშვება განახორციელა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, Southwest Airlines-ის ბორტზე 143 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა.
თვითმფრინავი ლოს-ანჟელესიდან დალასის მიმართულებით ასრულებდა რეისს, თუმცა იძულებითი დაშვება ფილადელფიაში განახორციელა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულს აფეთქებისას ძრავის ნამსხვრევი მოხდა, რომელიც ამ დროისათვის ჰოსპიტალიზებულია.