თურქულმა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა საკუთარი რეკორდი მოხსნა. ამ დღეებში ავიაკომპანიამ, საკუთარი არსებობის მანძილზე, ყველაზე ძვირადღირებული ბილეთი გაყიდა.
ავიაკომპანიის ინფორმაციით, ირანის მოქალაქემ სტამბოლი-ლოს-ანჯელესის რეისზე, Boeing 777-ის ბიზნეს კლასის ავიაბილეთი (ორი გზა) იყიდა, რაშიც 33 ათას 253 ლირა, ანუ 8100 დოლარი გადაიხადა.
ავიაკომპანიის საიტზე მითითებული ფასების მიხედვით, იმავე მარშრუტზე ყველაზე იაფი ბილეთის ფასი 999 დოლარია.
