თბილისში, თამარ მეფის გამზირზე ავტომობილი ახალგაზრდა ქალს ზებრაზე გადასვლისასა დაეჯახა.
დაშავებულს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
არსებული ინფორმაციით, მძღოლი არ მიმალულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
უწყების ცნობით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.