მცხეთის რაიონის სოფელ წიწამურთან ახლოს ავტომანქანა ამობრუნდა. ის გზის გამყოფ ჯებირთან შეჯახების შედეგად ამობრუნდა. შემთხვევის დროს, ავტომანქანაში სამი პირი იმყოფებოდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.