საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ ,Twitter-ის გვერდზე, სირიაში სარაკეტო იერიშების განხორციელების ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში ნათქვამია, რომ სამიზნე სირიის რეჟიმის ქიმიური იარაღის წარმოების ცენტრია.
ნობისთვის, 7 აპრილს სირიის დედაქალაქ დამასკოში ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წარმომადგენლებმა ქიმიური იარაღი გამოიყენეს, რომლის დროსაც გარდაიცვალა სულ მცირე, 60 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვები და დაშავდა 1 000-ზე მეტი ადამიანი, რის საპასუხოდაც დღეს აშშ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიის დედაქალაქში სამიზნეებზე ავიადარტყმები განახორციელეს.