რუსეთის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ აშშ-ს და მისი მოკავშირეების დარტყმები სირიის ტერიტორიაზე - „ეს არის აგრესიის აქტი სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც იმყოფება ტერორიოზმთან ბრძოლის მოწინავე ზღვარზე. თავისი მოქმედებებით აშშ კიდევ უფრო ამწვავებს სირიაში ჰუმანიტარულ კატასტროფას“ - განაცხადა პუტინმა.
ცნობისთის, 7 აპრილს სირიის დედაქალაქ დამასკოში ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წარმომადგენლებმა ქიმიური იარაღი გამოიყენეს, რომლის დროსაც გარდაიცვალა სულ მცირე, 60 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვები და დაშავდა 1 000-ზე მეტი ადამიანი, რის საპასუხოდაც 14 აპრილს, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიის დედაქალაქში სამიზნეებზე ავიადარტყმები განახორციელეს.