აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა სამომავლოდ ქვეყანამ დაამყაროს ნორმალური ურთიერთობები რუსეთთან და შესაძლოა ირანთანაც. თუმცა არ გამორიცხა რომ ეს შესაძლოა არც მოხდეს.
„რუსეთი ვალდებულია გადაწყვიტოს გააგრძელებს თუ არა ამ ბნელი გზით სიარულს, თუ შემოუერთდება ცივილიზებულ ქვეყნებს, როგორც სტაბილურობის და მშვიდობის ძალას. მე იმედი მაქვს რომ ჩვენ ერთხელაც დავასტაბილურებთ ურთიერთობებს რუსეთთან და შესაძლოა ირანთანაც კი. თუმცა შესაძლოა ვერც - განაცხადა ტრამპმა საჯარო გამოსვლისას.
„შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ბევრი რამე გვაქვს მათთვის შესათავაზებელი - ყველაზე დიდი და ძლევამოსილი ეკონომიკა მსოფლიო ისტორიაში" - დასძინა მან.