თურქული მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული ალი რეად ჰაჯ ოტჰმანი, რაქაში ჯალათის მოვალეობას ასრულებდა.
Hurriyet-ის გადმოცემით დაკავებული ტერორისტულ ორგანიზაციაში დაზვერვის აგენტადაც მუშაობდა. გამოძიებით დგინდება, რომ ჰაჯ ოტჰმანის ოჯახის წევრებსაც ჰქონდათ კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციასთან. მისმა ერთ-ერთმა შვილმა და სიძემ დაბომბეს ქალაქი თალ აბიდი.
ცნობისათვის, ჰაჯ ოტჰმანი თურქეთში, რაქაში ISIS-ის დამარცხების შემდეგ გაიქცა.