რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ რუსულ-ამერიკული კონტაქტები გაგრძელდება, როცა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი გახდება შრომისუნარიანი.
„მე დიდი იმედი მაქვს, როცა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მწყობრში ჩადგება, მსგავსი კონტაქტების გაგრძელება ხელმძღვანელის, დეპუტატის, ექსპერტთა დონეზე შესაძლებელი იქნება“ - განაცხადა ლავროვმა.
მისივე თქმით, ეს უნდა იყოს კონტაქტი დიპლომატებს შორის, რაც გულისხმობს დიპლომატიური მეთდების გამოყენებას, რომელიც არ მოიცავს ულტიმატუმებს და მუქარას.