მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის, იგივე ბახალას სააპელაციო საჩივარს ამ წუთებში სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს.
დაცვის მხარემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა პროკურატურიდან გამოძიების მასალების გამოთხოვასთან დაკავშირებით.
მათი განმარტებით, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გამოძიებიდან საქმის მასალების გამოთხოვა.
დაცვის მხარემ კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენა მტკიცებულების ხელახალი გამოკვლევის თაობაზე.
დაცვის მხარემ მოწმეების, მათ შორის, ჯაბა ხულორდავას ხელახალი დაკითხვაც მოითხოვა. აღნიშნულ შუამდგომლობებს ბრალდების მხარე არ დაეთანხმა.
სასამართლომ მოწმეების ხელახალი დაკითხვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რადგან შუამდგომლობა უსაფუძვლოდ მიიჩნია.