ამ წუთებში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ ახალი მტკიცებულების გამოკვლევისა და საქმეზე დართვის შუამდგომლობა დააყენა.
საუბარია, ერთ-ერთი სტატიიდან ამონარიდზე, რომელშიც მოწმის სახით დაკითხული ირაკლი ოქრუაშვილი საუბრობს, რომ ის "შანსს არ გაუშვებდა რომ მიხეილ სააკაშვილი გაენადგურებინა".
მოსამართლე ნინო სანდოძემ აღნიშნული მტკიცებულება საქმეს თან დაურთო.
დაცვის მხარე თითქმის, ერთი საათია შესავალ სიტყვას წარმოთქვამს, რომელშიც ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ სააკაშვილის საქმეზე დაკითხული მოწმეები მიკერძოებულები და არასანდოები არიან.
ცნობისთვის, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში თბილსისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო.