ტერორისტული ორგანიზაციისათვის და ტერორისტებისთვის დახმარების გაწევაში ბრალდებული 6 პირის სასამართლო პროცესი ხვალ, 11 აპრილს, 15:00 საათზე გაიმართება.
ცნობისთვის, სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, სულ 8 პირი დააკავეს.
მათი საქმეები ცალკე წარმოებად გამოიყო და 8-დან 6 პირს ბრალი ტერორისტული ორგანიზაციის და ტერორისტებისთვის ხელშეწყობისთვის აქვს წაყენებული, ხოლო 2-ს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის.