თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს, 10 აპრილს, 13:00 საათზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
სააკაშვილის ადვოკატებმა სააპელაციო ში თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 5 იანვარს, მიხეილ სააკაშვილისთვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გაასაჩივრეს.
ცნობისთვის, სააკაშვილს, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედება ბრალი.