"აუდიტორია 115" - ის აქციაზე დაკავებული 5 პირის სასამართლო პროცესი 20 აპრილამდე გადაიდო. ისინი საქალაქო სასმართლოდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
ცნობისთვის, აღნიშნული პირები სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით გუშინ დააკავეს. მათ ბრალი წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედებათ.