საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს, 3 აპრილს იმსჯელებენ. კანონპროექტის შესაბამისად, იცვლება გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, დამზადების, გადაზიდვის, გადაგზავნისა და გასაღებისათვის.
ცვლილების ინიციატორი საქართველოს მთავრობა, ავტორი კი, შინაგან საქმეთა სამინისტროა. კანონპროექტის მიზანია ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებით დადგენილი წესების დარღვევისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გამკაცრება.
სახელმწიფოს ამოცანაა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით განსაზღვროს ისეთი რეგულაციები, რომელიც უზრუნველყოფს ცეცხლსასროლი იარაღის უსაფრთხო ბრუნვას და გაზრდის ამ კუთხით მართლწესრიგის დაცვის გარანტიებს. შესაბამისად იარაღის უკანონო ბრუნვის სფეროში სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ მომზადდა აღნიშნული ცვლილების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებით დადგენილი წესების დარღვევისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გამკაცრებას.
პირველი მოსმენა გაიმართება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.
კანონპროექტის მიზანია, შემაკავებელი ორდერის გამოცემასა და მასში იარაღით სარგებლობის უფლების შეზღუდვის მითითებასთან დაკავშირებით კანონისმიერი ვალდებულებისშემოღება, ასევეპოლიციელის უფლებამოსილების გაზრდა და იმ შემთხვევების განსაზღვრა, როდესაც მას შემაკავებელი ორდერის გამოცემისა და მასში იარაღით სარგებლობის უფლების შეზღუდვის მითითების კანონით უზრუნველყოფილი უფლება ექნება.
პირველი მოსმენა გაიმართება საქართველოს კანონის პროექტის, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ.
კანონპროექტის მიზანია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის იმპლემენტაციის პროცესში გამოვლენილი სირთულეების აღმოფხვრა და ჩამოყალიბებული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით შესაბამისი ნორმების ცვლილება.