თბილისის საქალაქო სასმართლოში ამ წუთებში, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე შსს-ს ყოფილი მაღალჩინისნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებულების პროცესი მიმდინარეობს.
სასმართლოს ჩვენებას კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ზაზა ბაქრაძე აძლევს.
დღევანდელ სხდომაზე, ბაქრაძის დაკითხვას, დაცვის მხარე აწარმოებს.
ბაქრაძე ამ წუთებში, ბრალდებულ ირაკლი ფირცხალავას კითხვებს პასუხობს.
ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეზე 6 პირი: გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე, ლევან გვაზავა, ირაკლი ფირცხალავა და დავით იაშვილი არიან ბრალდებული.