დღეს, 30 მარტს 11:00 საათზე "ექსპო ჯორჯიას" საგამოფენო სივრცეში უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა ”არეა ექსპო” 2018 გაიხსნება.
გამოფენაზე „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ წაერმოდგენილი იქნება პროექტით „50 ქონება შენი სასტუმროსათვის“და ვიზიტორებს ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ, ტურისტულად აქტიურ რეგიონებში მდებარე უძრავ ქონებებს წარუდგენს.
30 მარტიდან სამი დღის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება გაეცნოს როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო კომპანიების მიერ წარმოდგენილ და სამომავლო პროექტებს.