საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციამ” ამბროლაურის აეროპორტში სამეთვალყურეო კოშკის და მეტეოროლოგიური სადგურის მშენებლობა დაასრულა.
ამჟამად, თანამედროვე სანავიგაციო საშუალებების და ფრენის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი მეტეო სისტემის მონტაჟი მიმდინარეობს.