საქართველოს მთავრობა 2018 წელს 8 მლნ-ზე მეტ საერთაშორისო ვიზიტორს ელოდება. როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, 2017 წელს ტურიზმიდან 2 მილიარდ 700 მილიონი დოლარი შემოვიდა.
„ტურიზმი გადაიქცა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან ლოკომოტივად. 2017 წლის მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში 7 მილიონ ნახევარზე მეტი საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა, რაც დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო გაიზრდება და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ 2018 წელი დასრულდება უკვე რიცხვით, რომელიც 8 მილიონს გადააჭარბებს, რაც ვფიქრობ, ძალიან კარგი ტენდენციაა და ასევე კარგია ის, რომ 2 მილიარდ 700 მილიონი დოლარი შემოვიდა საქართველოში ტურიზმის გზით. ეს არის შემოსავალი ჩვენი ეკონომიკის ყველა სფეროში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.