ტერორისტული ორგანიზაციისათვის და ტერორისტებისათვის მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებულთა წინასასამართლო პროცესი დასრულდა.
როგორც საქმის პროკურორი, გიორგი კავსაძე აცხადებს, მოსამართლემ ბრალდების და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო.
"წინასასამართლო სხდომა დასრულდა მოსამართლემ დაუშვა როგორც ბრალდების მხარის ასევე დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. მოწმეთა ჩვენებებით, აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით, დათვალიერების ოქმებით, ამოღებული ნივთებით, დაკავებულთათვის ბრალად წარდგენილი ქმედება დასტურდება",- გიორგი კავსაძემ.
ცნობისთვის, დაკავებული 8 პირიდან, 6 მათგანს ბრალი ტერორისტული ორგანიზაციის და ტერორისტებისთვის ხელშეწყობისთვის აქვს წაყენებული, ხოლო 2-ს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის.