Air France-ს "შვილობილი" ავიაკომპანია HOP-ის თვითმფრინავი ფრენისას გაიბზარა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თვითმფრინავი, რომელიც პარიზის ორლის აეროპორტიდან ორიაკის მიმართულებით ასრულებდა რეის, ფრენისას დაზიანდა. ფრენის გარკვეულ ეტაპზე კაბინაში ძლიერი ხმაურის ხმა გაისმა. ამ ფონზე, ხომალდს კურსი არ შეუცვლია და გააგრძელა ფრენა ორიაკის მიმართულებით უსაფრთხო დაშვებისთვის.
მგზავრების თქმით, მათ ეძინათ როცა ძლიერმა ხმა გაიგეს. ბორტგამყოლმა მათ უთხრა, რომ სერიოზულ ინციდენტს ადგილი არ აქვს, პილოტებმა კი განმარტეს, რომ თვითმფრინავს ჰაერში შესაძლოა ფრინველი, ან ყინულის ნაწილაკი დაეჯახა.
მას შემდეგ რაც თვითმფრინავი ორიაკის აეროპორტში დაეშვა, მარცხენა ფრთის ქვეშ, სამაშველო სამსახურმა, უზარმაზარი ხვრელი აღმოაჩინა. ავიაკომპანია ვარაუდობს, რომ დაზიანებამ უფრო დიდი მასშტაბი დაშვებისას მიიღო.
აღნიშნული შემთხვევის შემდეგ თვითმფრინავი ექსპლუატაციიდან მოიხსნა.