კომპანია „სილქნეტის“ მიერ მობილური ოპერატორი „ჯეოსელის” შეძენის დასრულებასთან დაკავშირებით 27 მარტს 15:00 საათზე მრავალფუნქციურ ცენტრ „რესპუბლიკაში“ (ვარდების მოედანი) გაიმართება პრესკონფერენცია.
პრესკონფერენციაში მონაწილეობენ : კომპანია „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, „სილქ როუდ ჯგუფი”-ს დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი, „სილქ როუდ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ალექსი თოფურია, თიბისი ბანკის დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე.
პრესკონფერენციაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვეულნი არიან საქართველოს მთავრობის წევრები და ტრანზაქციის მონაწილე ქართული და რეგიონული ბანკების წარმომადგენლები.