23 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4314 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4356 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.42 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9972 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9992 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.20 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.6115 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.4273 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 24 მარტიდან შევა ძალაში.