2018 წლის განმავლობაში ეკონომ-კლასისი ავიაბილეთების ტარიფები 1%-ით გაიზრდება. აღნიშნულ დასკვნამდე ანალიტიკური კომპანია BCD Travel-ის ექსპერტები მივიდნენ.
წინა გათვლებით კი ექსპერტები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ავიაბილეთის ფასები არ გაიზრდებოდა. თუმცა ექსპერტებს პროგნოზების კორექტირება მოუხდათ, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია გაზრდილ მოთხოვნაზე და საწვავის ტარიფის მომატებაზე.
ასევე, საკონტინენტთაშორისო ფრენებზე, ბიზნეს კლასის ავიაბილეთების ფასი 1%-ით გაიზრდება.
უკვე ცნობილია, ფასების ზრდა მოხდება რეგიონალურ ჭრილშიც, მაგალითად ახლო აღმოსავლეთში ავიაბილეთების ტარიფი 2%-ით, ევროპასა და სამხრეთ ამერიკაში 1%-ით გაიზრდება.
წინასწარი გათვლებითვე, სასტუმრო ბიზნესში ტარიფები 2-4%-ით მოიმატებს.