თურქეთი და აზერბაიჯანი ეკონომიკურ თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებენ. ამის შესახებ განცხადება აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა შახინ მუსტაფაევმა ბაქოში თურქეთ-აზერბაიჯანის ბიზნეს ფორუმზე გააკეთა.
აზერბაიჯანს აქვს ფართო შესაძლებლობები შესთავაზოს თურქეთის საქმიან წრეებს აგროსამრეწველო კონპლექსში თანამონაწილეობა.
აზერბიჯანის ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, მოვიდა დრო რომ თურქეთმა და აზერბაიჯანმა ერთობლივი ინვესტიციები განახორციელონ მესამე ქვეყანაში
შახინ მუსტაფაევის განმარტებით, აზერბაიჯანის ეკონომიკა მთლიანად ჩრდილოეთY კავკასიის ეკონომიკის 75 %-ს იკავებს. მინისტრის თქმით, აზერბაიჯანი რეგიონალურ თანამშრომლობას ანიჭებს უპირატესობას.
აზერბაიჯანული ბიზნესი აქტიურად აბანდებს კაპიტალს თურქეთისა და საქართველოს ეკონომიკაში.
"აზერბაიჯანისათვის მნიშვნელოვანი პროექტია აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირება თურქეთის გავლით ევროპაში. ბაქო_თბილისი-ყარისი პროექტის ამოქმედება ტვირთბრუნვის გაზრდას შეუწყობს ხელს", _ განაცხადა შახინ მუსტაფაევმა.