ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში ბრალდბეული ორი პირის, ბადურ ჩოფანაშვილისა და ზურიკო გორნაკაშვილის წინა სასამართლო სხდომა დასრულდა. როგორც გორნაკაშვილის ადვოკატი განმარტავს, მათთვის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადაოა. "წინა სასამართლო სხდომა დასრულდა, მტკიცებულებები დამტკიცებულ იქნა, არსებითი სხდომა 5 აპრილს ჩაინიშნა.
მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით შუამდგომლობა არ დაგვიყენებია, თუმცა ყველა მტკიცებულება რომელიც ბრალდების მხარემ სასამართლოში წარადგინა, სადაოდ მივიჩნიეთ. შესაბამისად უდაო მტკიცებულებებზე ვერ შევთანხმდით",-აცხადებს ირაკლი ბენია. რაც შეეხება 2 ბრალდებულის საქმის ცალკე გამოყოფას, როგორც ის განმარტავს, ეს არც მისთვის და არც მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ცვლის რამეს. "ორი ბრალდებულთან ერთად ჩატარდება პროცესები თუ რვა ბრალდებულთან ერთად, ამას ჩემთვის როგორც ადვოკატისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს", - აცხადებს ბენია.
რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას, ადვოკატის განმარტებით, ბრალდებული ზურიკო გორნაკაშვილი ბრლას არ აღიარებს, შესაბამისად ამაზე საუბარი დღეს ვერ იქნებოდა.
მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წარდგნეილი, რაც ტერორორისტული საქმიანობის ხელშეწყობას და წევრობას გულისხმობს.