ტაივანური ავიაკომპანია Thai Airways-ი მსუქან მგზავრებზე უარს ამბობს. როგორც უცხოური მედია წერს, Thai Airways-ის Dreamliner -ის ტიპის თვითმფრინავების ბიზნეს-კლასი აღიჭურვა ისეთი ბალიშებითა და უსაფრთხოების ღვედებით, რომლის გამოყენებაც ჭარბ წონიან მგზავრს არ შეეძლება.
როგორც ავიაკომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ, იმ ადამიანების გარშემოწერილობა, რომელიც 142,24 სმ-ს აჭარბებს უსაფრთხოების ღვედებით ვერ ისარგებლებენ და შესაბამისად მგზავრის უსაფრთხოების ნორმებს ვერ დააკმაყოფილებენ.