მედია ჯგუფი Doğan-ი საკუთარ მედია საშუალებებს ყიდის. თურქეთის ეკონომიკური გამოცემები, თურქეთის ანტიმონოპოლიური კომიტეტზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ იყიდება მედია საშუალებები, რომელსაც Doğan ჰოლდინგი ფლობს და რომელიც Doğan Medya Grubu-ს შემადგენლობაში შედის.
მყიდველად კი ჰოლდინგი Demirören-ი სახელდება, რომელმაც 2011 წელს Doğan-გან უკვე გამოისყიდა გამოცემები Milliyet და Vatan.
გარიგების ღირებულება თურქეთის ისტორიაში, მედია ბაზარზე დადებული გარიგებებთან შედარებით, რეკორდულია და ის 1,1 მლრდ დოლარს შეადგენს.
როგორც გამოცემა თურქული სააგენტოები წერენ, გასაყიდი მედია საშუალებების პორტფელშია:
ტელევიზიები:
- Kanal D
- CNN Türk
- Dream TV
გაზეთები:
- Hürriyet
- Hürriyet Daily News
- Posta
- Fanatik
- Doğan Burda Magazine
საინფორმაციო სააგენტო:
რადიოები:
სატელიტური ტელევიზია: