პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს, მიხაელ რუსს ხვდება.
შეხვედრა ბელარუსის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში იმართება.
შეხვედრაზე მხარეები ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს განიხილავენ და თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრებენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილი და მიხაელ რუსი თბილისში, ქართულ-ბელარუსული კომპანიების ერთობლივი თანამშრომლობით შექმნილ ლიფტების საწარმოს დაათვალიერებენ. საწარმოში თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სამგზავრო და სატვირთო ლიფტების წარმოება მოხდება.
ვიზიტის ფარგლებში, 22 მარტს საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმი გაიმართება.