ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air დღეს, ოთხშაბათს, 21 მარტს, ღამის 12 საათამდე დაჯავშნულ ყველა რეისზე 20%*-იან ფასდაკლებას აცხადებს.
აღდგომის დღესასწაულის აღსანიშნავად, Wizz Air თავის მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, ხანგრძლივი დასვენების დღეების შესანიშნავად გასატარებლად ავიაკომპანიის სუპერ დაბალი ფასებით ისარგებლონ. თუ თქვენ ოჯახისთვის გამორჩეული სააღდგომო სურპრიზის მოწყობას გეგმავთ, ან, უბრალოდ, თქვენთვის განსაკუთრებულ ადამიანთან ერთად ახალი ქალაქის აღმოჩენა გსურთ, სწორედ ახლა არის დრო იმისთვის, რომ სააღდგომო არდადეგები დაუვიწყარ მოგონებად აქციოთ.
როდესაც არსებობს რეისი ისეთ მინიმალურ ფასად, როგორიცაა 49,99** ლარი, სპონტანურად დაგეგმილი დასვენება იმ 13 ქვეყნის 19 მიმართულებით, სადაც Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაფრინავს, შესაძლოა, ყოველდღიური რუტინიდან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალებად იქცეს. აღმოაჩინეთ ათასობით კულტურის გამაერთიანებელი ქალაქი ლონდონი, ბრიტანული მოდის, მუსიკის, ხელოვნების, სამზარეულოსა და ისტორიის ეპიცენტრი; დაათვალიერეთ ლიტვის დედაქალაქი ვილნიუსი, რომელსაც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული ადგილები და წმ. პეტრესა და პავლეს განმაცვიფრებელი ეკლესია ავსებს; ესტუმრეთ პოლონეთის ქალაქ კატოვიცეს, რომელიც მუდამ მრავალრიცხოვან სანახაობებს, ფესტივალებსა თუ ღონისძიებებს აერთიანებს; მოინახულეთ დორტმუნდის ქუჩები ან ისიამოვნეთ კოქტეილებითა თუ საცურაო აუზით მზიან ლარნაკაში. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ საუკეთესო შეთავაზებით სარგებლობისა და გადაწყვეტილების მისაღებად დრო მხოლოდ დღეს ღამის 12 საათამდე გაქვთ.
*20%-იანი ფასდაკლება ეხება აეროპორტის მოსაკრებელსა თუ გადასახადებსაც, თუმცა მასში არ მოიაზრება ფასდაკლება ადმინისტრაციულ საფასურზე. შეთავაზება ხელმისაწვდომია 21 მარტის ღამის 12 საათამდე. მოგზაურობის პერიოდი შეზღუდულია მაქსიმუმ 2018 წლის 30 აპრილამდე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფასდაკლებით სარგებლობისთვის, საჭიროა, ბილეთი დაიჯავშნოს wizzair.com-ზე ან WIZZ მობილური აპლიკაციით.
**ერთი გზის ღირებულება ყველა გადასახადის გათვალისწინებით.