ხვალ, 21 მარტს, 15:00 საათზე სასტუმრო "მარიოტში" ევროკავშირი უმასპინძლებს ღონისძიებას და წარადგენს თავის ახალ საგარეო ინვესტირების გეგმას.
ღონისძიებას გახსნიან საქართველოს ვიცე–პრემიერი და ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილე კატარინა მატერნოვა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორი კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერა.
ღონისძიებაზე საუბარი იქნება იმაზე, თუ რა სარგებელს მიიღებს საქართველო ევროკავშირის ინიციატივიდან, რომელიც ითვალისწინებს მომდევნო 4 წლის განმავლობაში 4.1 მილიარდი ევროს (12 მილიარდი ლარი) გამოყოფას. ამ ინიციატივის მიზანია სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების სტიმულირება, რომ მათ მოახდინონ ინვესტირება ევროკავშირის სიახლოვეს მდებარე ქვეყნებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ჩათვლით.
მონაწილეები ექსპერტებთან ერთად განიხილავენ ინვესტირების შესაძლებლობებსა და გამოწვევებს შემდეგ სფეროებში: მდგრადი განვითარება და ურთიერთკავშირები, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, მდგრადი ქალაქები და ციფრული ტექნოლოგიები