უპილოტო ავტომობილი, რომლის ტესტირებასაც კომპანია Uber-ი ახდენს, ქალს დაეჯახა. ის მიყენებული ტრამვის შედეგად მალევე გარდაიცვალა.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უპილოტო ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა.
ინციდენტი, აშშ-ში არიზონას შტატში მოხდა.
ინციდენტისას ავტომობილში მძღოლიც იმყოფებოდა, რომელსაც კრიტიკულ პერიოდში მართვა საკუთარ თავზე უნდა აეღო, თუმც ვერ მოასწრო.
ინციდენტის შემდეგ Uber-მა განაცხადა, რომ ავტომობილების ტესტირება შეაჩერა.