დღეს, 20 მარტს, 10:30 საათზე, სასტუმროში „თბილისი მერიოტი“ (რუსთაველის გამზ. 13, თბილისი), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს მოაწერენ შეთანხმებას ახალი პროექტის დაწყების შესახებ, რომელის საქართველოს რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობას ემსახურება.
ახალი ინიციატივა უფრო გრძელვადიანი დახმარების ნაწილია, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობების ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
ღონისძიებას გახსნიან:
ირაკლი კობახიძე - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ზურაბ ალავიძე - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, გერჰარდ შაუმბერგერი - ავსტრიის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ოლივიე ბურკი - სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონული დირექტორი, და ნილს სკოტი - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში.
ღონისძიების მსვლელობაში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) წარადგენს ფართომასშტაბიანი კვლების შედეგებს, რომელიც შეისწავლის, თუ რამდენად კმაყოფილია საქართველოს მოსახლეობა საზოგადოებრივი მომსახურებით.