საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 1-ელ ივნისამდე თურქეთიდან საქართველოში კარტოფილის შემოტანა აიკრძალა, განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოაწერა.
იმპორტის აკრძალვის მიზანი კარტოფილის კიბოს თავისუფალ ტერიტორიებზე გავრცელების თავიდან აცილებაა. მსგავსი დროებითი ღონისძიების ამოქმედებას ფიტოსანიტარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის მე-17 მუხლი ითვალისწინებს.
სურსათის ეროვნულ სააგენტოს ცნობით, ეს არის დროებითი ფიტოსანიტარიული ზომა კარტოფილის თესვის სეზონის დასრულებამდე.