გურიის პოლიციის მთავარი სამმართველოს სამორიგეო განყოფილების მორიგე ინსპექტორი, სასამართლომ ნარკოტიკების მოხმარებისთვის დააჯარიმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელი შსს-ს გენერალური ინსპექციის მიერ ნარკოტიკული თრობის შემოწმების მიზნით გადაყვანილ იქნა ნარკოლოგიურ დაწესებულებაში, რა დროსაც მას ნარკოტიკის მოხმარება დაუდგინდა.
უწყების ინფორმაციით, ის სასამართლომ ადმინისტრაციული წესით დააჯარიმა.
მათივე ცნობით, პოლიციის თანამშრომელი სამსახურიდან დათხოვნილი იქნება მოსამართლის დადგენილების საფუძველზე.