ბათუმში ტურისტული სეზონისათვის მოსამზადებელი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. ბათუმის ბულვარში პლაჟის გასწვრივ არსებული სასეირნო ბილიკის ე.წ. "პრომინადის" კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
2100 გრძ.მ. ამორტიზებულ და დაზიანებულ მონაკვეთებზე რკინაბეტონის ახალ საფარი დაიგება. სარემონტო სამუშაოები ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის 1 მარტს დაიწყო და აპრილის თვეში დასრულდება. აღნიშნული სამუშაოებს შპს „ვექტორი 2015 ახორციელებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 148 ათას 895 ლარი დაიხარჯება.
სამუშაოების მასშტაბურობიდან გამომდინარე, ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილება დროებით შეფერხდება.