2018 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (242.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (198.6 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (182.2 მლნ. აშშ დოლარი).