2018 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 683.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 16.3 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 446.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (25.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 237.1 მლნ. აშშ დოლარს (13.3 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-თებერვალში 790.7 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47.0 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 335.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.