„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გუდაურში ძაბვის პარამეტრების ცვალებადობა ან რაიმე სახის სხვა შეფერხება არ ყოფილა.
„ენერგო-პრო ჯორჯია“ ხაზგასმით აცხადებს, რომ გუდაურის საკურორტო ზონაში სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არანაირი ავარიული გათიშვა, ძაბვის პარამეტრების ცვალებადობა ან რაიმე სახის სხვა შეფერხება არ დაფიქსირებულა“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, გუდაურში საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა. შემთხვევის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა.